ახალი ამბებირეკლამა

m² „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახებისთვის სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

11 სექტემბერი, 2019 • 1783
m² „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახებისთვის სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m² უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.

სვეტის დაზარლებულმა მენაშენეებმა გთხოვთ პირადი შეტყობინების სახით მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და ჩაგინიშნავთ შეხვედრას.

შეკითხვა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: svetiinfo@m2.ge

ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:

[checklist]

  • ნუცუბიძის ქუჩის #125-ის დაზარალებულები: 588 88 00 10
  • მირცხულავას ქუჩა #9-11-ის დაზარალებულები: 588 88 01 87
  • ჭყონდიდელის ქუჩის #22-ის დაზარალებულები: 588 88 07 81

[/checklist]

დაკავშირება დაიწყება 16 სექტემბრიდან და შეხვედრები დაინიშნება 23 სექტემბრიდან 2 თვის განმავლობაში დაზარალებულებთან წინასწარ შეთანხმებული ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით.

„სვეტის“ დაზარალებულებთან შეხვედრები გაიმართება ქ. თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზ. N35-ში მდებარე გაყიდვების ოფისში“, – ნათქვამია m²-ის მიერ გავრცელებულ სპეციალურ მიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი