ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეები იტალიიდან სპეცრეისით ჩამოფრინდნენ

10 მარტი, 2020 • 1018
საქართველოს მოქალაქეები იტალიიდან სპეცრეისით ჩამოფრინდნენ

იტალიიდან საქართველოს 156 მოქალაქე სპეციალური რეისით ჩამოფრინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ისინი სპეციალურად მომზადებულ საკარანტინო სივრცეებში გადანაწილდებიან, რომელიც თბილისში და მის შემოგარენშია მოწყობილი.

10 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსი ლაბორატოიულად 9 172 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 463 გარდაიცვალა. აღნიშნულის გამო მთელი იტალიის მასშტაბით საკარანტინო რეჟიმია გამოცხადებულია და შეზღუდულია საჯარო ადგილებში შეკრება და შიდა გადაადგილება.

საქართველოს ხელისუფლებამ იტალიასთან ავიამიმოსვლა შეაჩერა, რის გამოც, დაინიშნა სპეცრეისები, რომლითაც ქვეყანაში საქართველოს ის მოქალაქეები ჩამოიყვანეს, რომლებსაც გაუქმებულ რეისებზე ბილეთები ჰქონდათ ნაყიდი და დაბრუნების სურვილი გამოხატეს.

https://www.facebook.com/netgazeti/videos/699331230605463/?eid=ARDNFkyyDK0qmY8qNPGQu4vBszo2-b1803UlUuK5IEj0zT2ojWWndISKoky7bXssBcTdLQaOKtIAZPp1

იტალიიდან საქართველოს მოქალაქეებს სპეცრეისებით Georgian Airways ჩამოიყვანს

მასალების გადაბეჭდვის წესი