ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 23-მდე გაიზარდა

10 მარტი, 2020 • 1420
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 23-მდე გაიზარდა

საქართველოს სამთავრობო რესურსის, stopcov.ge-ს მონაცემებით, 10 მარტის მდგომარეობით, ლაბორატოიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები 23-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 46.

მსოფლიოში ამ დროისათვის კორონავირუსი 110 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინა, რომელთაგან 4 ათასამდე გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი