ახალი ამბები

ჩინეთი კორონავირუსის სწრაფ ტესტებს გვჩუქნის – გამყრელიძე

10 მარტი, 2020 • 4359
ჩინეთი კორონავირუსის სწრაფ ტესტებს გვჩუქნის – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ჩინეთიდან ახალი ტიპის კორონავირუსის დასადგენ სწრაფ ტესტებს მიიღებს.

საუბარია ტესტებზე, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას უფრო სწრაფად ადგენს, ვიდრე არსებული საშუალებები, თუმცა ჯერ ამ ახალ ტესტებს WHO-ს სერტიფიკატი არ მიუღია.

ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, 10 მარტს, სპეციალურად გამარტულ ბრიფინგზე ისაუბრა:

“საუბარია, რომ ჩინეთმა გააკეთა სწრაფი ტესტები, რომელსაც ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია გადმოგვცემს უფასოდ. დაახლოებით 1000 ტესტზეა საუბარი, მაგრამ ეს ტესტები არ არის ვალიდირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ, ამიტომ ჩვენ ამ ტესტებზე ვართ ფრთხილად”, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს, 10 მარტს, გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 15 ადამიანს აქვს დადასტურებული. კარანტინში იმყოფება 178 ადამიანი ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 56 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი