ახალი ამბები

თვითიზოლაციის რეკომენდაცია 1108 ადამიანს მიეცა – გამყრელიძე

10 მარტი, 2020 • 1197
თვითიზოლაციის რეკომენდაცია 1108 ადამიანს მიეცა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით 21 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით თვითიოზლაციის რეკომენდაცია მიეცა 1108 ადამიანს.

მისი თქმით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ამ დროის მონაცემებით წარმოადგენს თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგი:

“გადაწყვეტილებებია მიღებული მთავრობის მიერ, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, აქ [თვითიზოლაციის მონიტორინგისთვის] სერიოზულად იქნება მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, რათა კარგად მოხდეს თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მონიტორინგი, ისევე, როგორც კარანტინში მყოფი ადამიანების” – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს, 10 მარტს, გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 15 ადამიანს აქვს დადასტურებული. კარანტინში იმყოფება 178 ადამიანი ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 56 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი