ახალი ამბები

ლარი დოლართან კიდევ 5, ევროსთან – 3 თეთრით გაუფასურდა

10 მარტი, 2020 • 1228
ლარი დოლართან კიდევ 5, ევროსთან – 3 თეთრით გაუფასურდა

ლარი აშშ დოლართან კიდევ 5 თეთრით, ევროსთან კი – 3 თეთრით გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის 11 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8463 ლარია.

რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით 1 ევროს ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა.

ევროსთან და დოლართან ლარი გუშინაც გაუფასურდა. 10 მარტის ოფიციალური კურსით 1 ევროს ღირებულება 3.1931 ლარი იყო, 1 აშშ დოლარის კი – 2.7963.

მთლიანობაში, ბოლო ორ დღეში ლარი ევროსთან 8, აშშ დოლართან კი 7 თეთრით გაუფასურდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი