აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს – მილი მეჯლისის ისტორიაში პირველად, თავმჯდომარის პოსტს ქალი დაიკავებს. 10 მარტს პარლამენტის წევრებმა ამ პოსტზე საჰიმა გაფაროვა აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „რეპორტი“ ავრცელებს.

გაფაროვა მოქმედი პრეზიდენტის – ილჰამ ალიევის პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ წევრია და საკანონმდებლო ორგანოში 2010 წლიდანაა.

აზერბაიჯანში ცოტა ხნის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც გამარჯვებული კვლავ მმართველი პარტია გახდა.

ამავე თემაზე შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას:

აზერბაიჯანი პოლიტიკური ცვლილებების წინაშე?


გარეკანის ფოტო: სააგენტო „რეპორტი“. ფოტოზე: საჰიმა ქაფაროვა.