ახალი ამბები

კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენას საშუალოდ 5 დღე სჭირდება – კვლევა

10 მარტი, 2020 • 2395
კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენას საშუალოდ 5 დღე სჭირდება – კვლევა

ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენას, საშუალოდ, ხუთი დღე სჭირდება. ინფორმაციას ამის შესახე BBC ავრცელებს.

მეცნიერების თქმით, გააანალიზეს ჩინეთიდან და სხვა ქვეყნიდან დაავადებული ადამიანების შემთხვევებით და დაადგინეს, რომ დაავადებულთა უმრავლესობას სიმპტომები ინფიცირებიდან მეხუთე დღისთვის ვლინდებოდა.

როგორც ისინი ამბობენ, ყველა, ვისაც მეთორმეტე დღეს სიმპტომები არ გამოუვლინდა, აღნიშნული არც შემდგომ გამოუვლინდა, თუმცა, ის მაინც შეიძლება იყოს ვირუსის მატარებელი.

ამავე დროს, მეცნიერები ურჩევენ ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა დაავადება ჰქონდეთ, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა სიმპტომები, 14-დღიან თვითიზოლაციაში მოექცნენ, რათა ვირუსის გადადების პრევენცია მოხდეს.

სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ჯასტინ ლესლერის (ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა) განცხადებით, აღმოჩენები, რომელიც გუნდმა გააკეთა, საუკეთესოა „სისწრაფის“ პირობებში. მისი განცხადებით, დაავადების 181 შემთხვევა გააანალიზეს.

ექსპერტების ცნობით, დაავადებულთა უმრავლესობაში ვირუსი მსუბუქი ფორმით განვითარდება. ზოგს შეიძლება სიმპტომებიც კი არ ჰქონდეს – ანუ, იყოს ვირუსის მატარებელი სიმპტომების გამოვლენის გარეშე.

კორონავირუსის გართულების რისკჯგუფში, ძირითადად, ასაკოვანი და ასევე, ქრონიკული დაავადებების ადამიანები არიან.

პროფესორი ჯონათან ბოლი, ნოტინგემის უნივერსიტეტის მოლეკულარული ვირუსოლოგიის ექსპერტი აცხადებს, რომ კვლევის შედეგების თანახმად, შემთხვევათა უმრავლესობაში ინკუბაციისა და შესაბამისად, კარანტინის პერიოდი უნდა იყოს 14 დღე. მისივე თქმით, “ძალიან ცოტაა იმის მტკიცებულება, რომ ვირუსის გადაცემა შესაძლოა უსიმპტომო პერიოდში მოხდეს”, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მცირეა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი