ახალი ამბები

“კავკასუსსა” და “სილქნეტს” გაერთიანება სურთ

8 აგვისტო, 2015 •
“კავკასუსსა” და “სილქნეტს” გაერთიანება სურთ

კომპანიებმა კომუნიკაციების კომისიას წილების გაერთიანებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის თხოვნით უკვე მიმართეს. “სილქნეტსა” და “კავკასუსს”, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ოპერატორებს, არ აქვთ უფლება კომისიის ნებართვის გარეშე წილები გაასხვისონ.

 

კომისიის განმარტებით, მისი თანხმობაა იმისათვისაა საჭირო, რომ ბაზარზე არ შეიქმნას მონოპოლია. კომისია 11 აგვისტოს დაიწყებს მსჯელობას და მოიკვლევს ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ შეცვლის ბაზარზე მდგომარეობას “სილქნეტისა” და “კავკასუსის” გაერთიანება. ანალიზის შემდეგ კომისია იმსჯელებს გასცეს თუ არა გაერთიანებაზე თანხმობა.

 

“ჯერ განხილვის თემაა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე ამ ორი კომპანიის შერწყმამ. იქიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ისინი არიან ინტერნეტ პროვაიდერები, ეწევიან ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას და ინტენეტის მიწოდებას. ამიტომ ბაზრის ორი ძირითადი მოთამაშე არიან”, – ამბობს კომუნიკაციების კომისიის პრესმდივანი ხატია ყურაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი