ახალი ამბები

“თვითიზოლაცია საფრანგეთიდან ესპანეთიდან და გერმანიიდან ჩამოსულებმაც უნდა დაიცვან” – იმნაძე

10 მარტი, 2020 •
“თვითიზოლაცია საფრანგეთიდან ესპანეთიდან და გერმანიიდან ჩამოსულებმაც უნდა დაიცვან” – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოვიდნენ ესპანეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან, მათაც დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რამდენადაც, მისი თქმით, ამ ქვეყნებში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევებია დაფიქსირებული:

“ოფიციალური, საქართველოს ხლეისუფლების მიერ გამოცხადებული შეზღუდვები მართალია არის მხოლოდ და მხოლოდ იტალია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი და ირანი, მაგრამ უკვე დღეს მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოვიდნენ საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და იმ ქვეყნებიდან, სადაც უკვე დაფისირდა შიდა გადაცემის შემთხვევები, იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და დაიცვან თაივანთი ოჯახები და თანამშრომლები, გადავიდნენ თვითიზოლაციის წესებზე” – ამბობს პაატა იმნაძე ტელეკომპანია “იმედთან”.

ბოლო მონაცემებით (10 მარტი 12:00 საათი) საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინში 178 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში დაკვირვებას კი 56 ადამიანი გადის.

მასალების გადაბეჭდვის წესი