ახალი ამბები

ბაკურიანში სასტუმროს თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდგინდა – იმნაძე

9 მარტი, 2020 • 1508
ბაკურიანში სასტუმროს თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდგინდა – იმნაძე

დაავადებადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეს, 9 მარტს, ცნობილი გახდა ანალიზების შედეგები – კორონავირუსზე 28 მოქალაქეს ამოწმებდნენ. იმნაძის თქმით, ყველა უარყოფითი გამოდგა. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, კორონავირუსი არ დაუდგინდა ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში მომუშავე ადამიანს, რომლის გარშემოც, როგორც იმნაძემ აღნიშნა, რომ „დიდი პანიკა იყო“.

„ბაკურიანში იყო დიდი პანიკა. იყო უსაფუძვლო ეჭვი, რომ ერთ-ერთი სასტრუმროს მომსახურე პერსონალი იყო ინფიცირებული, მინდა დავარწმუნო ბაკურიანში მყოფი მოქალაქეები, რომ პასუხი უარყოფითია“, – აღნიშნავს იმნაძე.

ამ ადამიანის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სასტურმო „რუსმაც“ და განაცხადა, რომ მათი თანამშრომელი 17 თებერვალს დაბრუნდა იტალიიდან.

„ამ პერიოდში, საკარანტინო ზომების მიღების შესახებ რეკომენდაცია ჯერ არ იყო გაცემული. 21 დღის განმავლობაში მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. გუშინ [8 მარტის] საღამოს დაეწყო ტემპერატურის მატება, რის შემდეგაც მან გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და საკუთარი სურვილით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა კორონავირუსი არ გამოავლინა“, – წერს Rooms Hotel Kokhta.


9 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა დასტურდება.


პაატა იმნაძემ დღეს საღამოს ისიც განაცხადა, რომ თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევაზე ზომები გამკაცრდება.

თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევაზე ზომები გამკაცრდება – იმნაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი