ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ-ს ელჩი მიიჩნევს, რომ კონფლიქტები ჟენევის ფორმატში უნდა გადაწყდეს

9 მარტი, 2020 • 1663
აშშ-ს ელჩი მიიჩნევს, რომ კონფლიქტები ჟენევის ფორმატში უნდა გადაწყდეს

“არსებობს მექანიზმი და ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გადაწყდება დიალოგითა და დიპლომატიით. როგორი იმედგამაცრუებელიც უნდა იყოს ხანდახან და როგორი დროში გაწელილიც უნდა იყოს ეს პროცესი, აშშ მიიჩნევს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორმატი, რომელშიც უნდა გადაწყდეს ეს საკითხი”, – განაცხადა კელი დეგნანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, კითხვაზე, როგორი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რუსეთის მიმართ და როგორ პოლიტიკას უნდა მისდიოს მან რუსეთის ოკუპაციასთან გასამკლავებლად.

“საქართველო კვლავაც აჩვენებს თავის მყარ პოზიციას იქ. არის გარკვეული კრეატიული მიდგომები და ინიციატივები, რომლებიც მნიშვნელოვანია და არის გზების ძიება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანებისკენ, როგორ შენარჩუნდეს ეს კავშირები. ამ ურთიერთობების შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველო ფოკუსირებულია ამაზე – საკუთარ მოქალაქეებთან კონტაქტის შენარჩუნებაზე. ეს ნამდვილად რთულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი”, – აცხადებს ელჩი ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი