ახალი ამბები

“უნდა ველოდოთ კონკრეტულ ქმედებებს” – ჩუგოშვილი უგულავას და სხვების საქმეებზე

9 მარტი, 2020 • 2024
“უნდა ველოდოთ კონკრეტულ ქმედებებს” – ჩუგოშვილი უგულავას და სხვების საქმეებზე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას საარჩევნო სისტემაზე დიალოგის ფარგლებში შედგა შეთანხმება, რომ “იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც შეფასდა როგორც პოლიტიკური სარჩულის მქონე, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას”.

ჩუგოშვილის იფორმაციით, კონკრეტული გვარები შეთანხმებაში ვერ ჩაიწერებოდა, თუმცა საუბარი იყო როგორც გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, ბესიკ თამლიანისა და გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმეებზე, ასევე, იმ გამოძებებზე, რომელიც მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთლისა და ნიკა გვარამიას მიმართ.

“ამ საქმეებზე უნდა ველოდოთ კონკრეტულ ქმედებებს და ნაბიჯებს და მე ვარ ამ მოლოდინის რეჟიმში”, – განაცხადა ჩუგოშვილმა, რომელიც 8 მარტს გამართულ შეხვედრას თვითონაც ესწრებოდა და ხელიც მოაწერა.

რაც შეეხება პროცედურებს, თამარ ჩუგოშვილის თქმით, თამლიანთან, რურუასთან და ოქრუაშვლთან მიმართებაში გადაწყვეტლება უნდა მიიღონ პროკურატურამ და სასამართლომ, ხოლო გიგი უგულავას შემთხვევაში კი მხოლოდ პრეზიდენტის შეწყალების ინსტრუმენტია დარჩენილი.

“შემთვევითი არ არის, რომ ორ დოკუმენტზე მოხდა გუშინ ხელის მოწერა. ერთი დოკუმენტი არის საარჩევნო სისტემასთან დაკაშირებით შეთანხმება და აქ გაუგებრობები არ არის. მეორე შეთანხმებამ, კონკრეტულად სისხლის სამართლის საქმეებთან და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულმა ნაწილმა, ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ბუნდავანება გამოიწვია რამდენიმე მიზეზის გამო. რა თქმა უნდა , ამ დოკუმენტის ხელმოწერა განაპირობა იმან, რომ ოპოზიციის წევრების მხრიდან მოლაპარაკებებში, საარჩევნო სისტემასთან ერთად, ყოველთვის ისმებოდა სისხლის სამართლის საქმეები, ზოგი დასრულებული და ზოგი მიმდინარე და აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ შეთანხმება ვერ მოხდება, თუ ორივეზე არ მოხდა გადაწყვეტილების მიღება. მეორე მხრივ, კონკრეტული გვარების ჩაწერა ასეთი ტიპის დოკუმეტში ვერ მოხდებოდა – ჩვენ საქმე გვქონდა დიპლომატებთან, დიპლომატიური ენას კი თავისი სპეციფიკა აქვს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას აძლევენ გუშინ, 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას. ოპოზიციის თქმით, შეთანხმება შედგა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და დასახელდა კონკრეტული გვარცების, ხელისუფლება კი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და არავითარი შეთანხმებას ვინმეს გათავისუფლებაზე ან დაპატიმრებაზე ადგილი არ ჰქონია.

8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზე.

“მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი