ახალი ამბები

პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

9 მარტი, 2020 • 1019
პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოსტი თეიმურაზ ნაჭყებიამ დაიკავა. მანამდე თეიმურაზ ნაჭყებია საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი იყო.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თეიმურაზ ნაჭყებიას ბოლო წლებში  მას საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციები ეკავა.

ასევე, უწყებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელის თანამდებობა რევაზ ბაღაშვილმა დაიკავა. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე, რევაზ ბაღაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი