ახალი ამბები

ფოთის პორტში გემის ეკიპაჟი ამ დრომდე შიდა კარანტინში რჩება

9 მარტი, 2020 • 1516
ფოთის პორტში გემის ეკიპაჟი ამ დრომდე შიდა კარანტინში რჩება

ფოთის პორტში 6 მარტს შესული გემის ეკიპაჟი ისევ კარანტინში რჩება, ანუ ეკიპაჟს გემის დატოვების უფლება ისევ არ აქვს.

როგორც ნეტგაზეთს საზღვაო სააგენტოში უთხრეს, გემზე ექიმი აღარ შესასულა და მეზღვაურის ჯამნრთელობის შესახებ ინფორმაციას გემის კაპიტნისგან იღებენ. მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემი ფოთის პორტს 3-4 დღეში დატოვებს.

“გემის კაპიტნის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ავადმყოფი მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გემზე მკურნალობის შედეგად გაუმჯობესებულია და ამ დროისთვის დამატებით სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს.”

6 მარტს ცნობილი გახდა, რომ ფოთში შევიდა გემი, რომელზეც ერთ-ერთ მეზღვაურს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა კორონავირუსის სიმპტომები არ უდასტურდებოდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანახმად, სიმპტომების არარსებობის მიუხედავად, მასაც და ეკიპაჟის დანარჩენ 19 წევრსაც ხმელეთთან კავშირი აეკრძალათ.

9 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში კი 141 ადამიანი იმყოფება.

ფოთში შესული გემის ეკიპაჟს ხმელეთთან კავშირი აეკრძალა – „კორონავირუსის სიმპტომები არ აქვთ“

მასალების გადაბეჭდვის წესი