ახალი ამბები

ენმ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს

7 მარტი, 2020 • 859
ენმ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მხარდაჭერას უცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს.

როგორც ენმ-ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა დღეს, 7 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები ხელისუფლების მიერ თავისუფალი მედიის შეზღუდვის მორიგი მაგალითია.

“ჩვენ კარგად ვნახეთ უკვე დახურული ტელევიზიები; ტელევიზიები, რომელიც მრავალწლიანი ომის შემდეგ ჩამოერთვათ მფლობელებს და გადაეცათ სხვა მფლობელებს. დღემდე მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა სხვადასხვა მედიასაშულებების მფლობელების მიმართ და მათ პატიმრობით ემუქრებიან. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის გასაოცარი დემეოკრატია და ამ დემორკატიის შედეგია ის, რაც ხდება აჭარის ტელევიზიაში”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, როგორც ტელევიზიის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა, დღესაჭარის ტელევიზიაში 1937 წელია და ტოტალური კონტროლი მიმდინარეობს.

“დღეს ხელისუფლება თვლის, რომ გარკვეულწილად გაიმარჯვა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებზე, მაგრამ ის აუცილებლად დამარცხდება, ვინაიდან ჩვენ წინ გველოდება გადამწყვეტი არჩევნები”, – დასძინა უდუმაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და ტელევიზიიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადა პარტია “თავისუფალმა “დემოკრატებმაც”.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/257977/

მასალების გადაბეჭდვის წესი