ახალი ამბები

პრემიერი: ქიბარ ხალვაშისა და რუსთავი2-ის დავაში მთავრობის ჩართულობა ნოლის ტოლფასია

6 აგვისტო, 2015 •
პრემიერი: ქიბარ ხალვაშისა და რუსთავი2-ის დავაში მთავრობის ჩართულობა ნოლის ტოლფასია

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან მხოლოდ ის იცის, რომ ქიბარ ხალვაში აპირებს მიმართოს სასამართლოს საკუთარი დარღვეული უფლებების ათსადგენად.

 

“ჩემი, როგორც მოქალაქის და პრემიერ-მინისტრის, აზრი შემდეგია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია თავისუფალი მედიის განვითარებას ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად. ყველამ ნახა ამ სამი წლის განმავლობაში, რომ მაქსიმალურად ვეხმარებით მედიას. სხვა განზრახვა რომ ჰქონოდა მთავრობას, სხა ნება რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა ეს პროცესები ასე არ გაგრძელდებოდა. ჩვენი მთავრობის ნება, გაცხადებული პოლიტიკა, არის თავისუფალი მედიის ხელშეწყობა. საქართველოში არსებობს ძლიერი თავისუფალი მედია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ დავას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მხოლოდ შემიძლია აღვნიშნო, რომ მე როგორც პრემიერ-მნისტრი და როგორც მოქალაქე ვარ მომხრე ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის, თუმცა ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა, რასაც სასამართლო გადაწყვეტს. ამაში მთავრობის ჩართულობა არის ნოლის ტოლფასი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

ქიბარ ხალვასის ადვოკატებმა 2015 წლის 5 აგვისტოს განაცხადეს, რომ ბიზნესმენმა “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა.

 

ადვოკატების თქმით, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” 2004 წელს დაახლოებით 7 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, თუმცა მიხეილ საკაშვილის ზეწოლით 2006 წელს მას თავისი წილი ძალით დაათმობინეს.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი