ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო ნატო-ს კიბერუსაფრთხოების პლატფორმის წევრი გახდა

6 მარტი, 2020 • 1524
თავდაცვის სამინისტრო ნატო-ს კიბერუსაფრთხოების პლატფორმის წევრი გახდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო ნატო-ს გონივრული თავდაცვის პროექტის მავნე კოდებზე ინფორმაციის მიმოცვლის მრავალეროვნული პლატფორმის (MISP) სრულუფლებიანი წევრი გახდა.

თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსთვის მოხდება ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, რაც ეფექტური კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

საქართველო არის ნატო-ს არაწევრი მეორე ქვეყანა ფინეთის შემდეგ, რომელმაც პლატფორმაზე სრულუფლებიანი წვდომა  მოიპოვა. კიბერუსაფრთხოების ბიურო ეროვნულ კიბერაქტორებსა და ნატო-ს მავნე კოდებზე ინფორმაციის მიმოცვლის პლატფორმას შორის ჰაბის როლს შეითავსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი