ახალი ამბები

ქალები ფემიციდის წინააღმდეგ – 8 მარტს ფილარმონიასთან აქცია გაიმართება

6 მარტი, 2020 • 1996
ქალები ფემიციდის წინააღმდეგ – 8 მარტს ფილარმონიასთან აქცია გაიმართება

8 მარტს, ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს, თბილისში ფილარმონიის წინ 15:00 საათხე აქცია/პერფორმანსი – „ქალები ფემიციდის წინააღმდეგ“ გაიმართება. 

ამ ფორმით აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობასა და ქალების მკვლელობებზე (ფემიციდზე)საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაგირებას გააპროტესტებენ.

„წელს ფემიციდი ყოველდღიურობად გვექცა: სულ რაღაც 2 თვეში 8 ქალი მოკლეს. დამნაშვეს ყველა სხვაში ხედავს. ფემიციდი სოციალურ პრობლემად იქცა და დროა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს.

8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვის დღეს, 15:00 საათზე ქალთა მოძრაობა ფილარმონიის წინ გამართავს პერფომანს იმ გულგრილობის გასაპროტესტებლად, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში არსებობს ქალზე ძალადობის მიმართ.

თუ ხარ ქალი, თუ თვლი რომ ქალებს ქალობისთვის სჯიან, თუ იბრძვი საკუთარი და სხვა ქალების უფლებების დასაცავად – მოდი!,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გარეკანი ფოტო: „ქალთა მოძრაობის“ ფეისბუკ გვერდი/ავტორი: თინა ცხადაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი