ახალი ამბები

“გადავწყვიტე კერძო სექტორში გადასვლა” – დელტას ყოფილი დირექტორი

5 მარტი, 2020 • 1590
“გადავწყვიტე კერძო სექტორში გადასვლა” – დელტას ყოფილი დირექტორი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა.

უჩა ძოძუაშვილი Facebook-ზე წერს, რომ კერძო სექტორში აპირებს მუშაობის გაგრძელებას, თუმცა სად უცნობია.

“მეგობრებო, გადავწყვიტე კერძო სექტორში გადასვლა, ვფიქრობ რომ პროექტს რომელიც მაქვს მომზადებული ექნება მაღალი დაინტერესება საერთაშორისო ბაზარზე. წინასწარი დაინტერესება უკვე გამოთქვეს პოტენციურმა ინვესტორებმა შესაბამისი პროტოტიპის დემონსტრირების შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ მას 6-7 თვეში წარვუდგენ დინტერესებულ მხარეებს. წლების განმავლობაში ამ სფეროში დაგროვილი ინტელექტუალური რესურსი, კავშირები და გამოცდილება განსაკუთრებით ინტეგრირებული სისტემების განვითარების მიმართულებით გახდა საწინდარი მრავალი საინვესტიციო შემოთავაზებისა, რომელსაც პირადად ვიღებდი. ეს საშუალებას მაძლევს გავაგრძელო მუშაობა ახალი ტიპის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შექმნის მიმართულებით თუმცა არა როგორც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით არამედ კერძო სექტორში გადასვლის გზით,”-წერს ის. 

უჩა ძოძუაშვილი “დელტას” გენერალური დირექტორის თანამდებობიდან 2016 წლის 18 მაისს, იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ბრძანებით გაათავისუფლეს, თუმცა 2017 წელს თანამდებობაზე აღადგინეს.

მისი გათავისუფლების მიზეზად თავდაცვის სამინისტრო კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებდა. თუმცა ხიდაშელი აცხადებდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი მიზეზი იმ დიდი პრობლემისა, რომლის წინაშეც მინისტრობის პერიოდში იდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი