„დელტამ“ საქართველოში წარმოებული ახალი ჯავშანმანქანა წარადგინა.
სადაზვერვო ჯავშანმანქანას, რომელიც საქართველოშია წარმოებული, 300 ცხენის ძალის მქონე ძრავა აქვს და სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისგან დაცვას უზრუნველყოფს.
დელტას ცნობით, ჯავშანმანქანა შვიდ სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი, მოასფალტებულ გზაზე 110 კილომეტრის განვითარების შესაძლებლობა აქვს და ტექნიკურად 60- სანტიმეტრიანი თხრილის, 40 სმ სიმაღლის ვერტიკალური საფეხურის და მოუმზადებლად 80 სმ სიღრმის წყლის დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.
პროექტის მიხედვით, ახალ ჯავშანმანქანაზე შესაძლებელია სხვადასხვა სადაზვერვო აღჭურვილობისა და დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულის დამონტაჟება.