ახალი ამბებირეკლამა

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

5 მარტი, 2020 • 942
თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

  • Wallet – თიბისი ვოლეტი / Apple Pay
  • სამაჯურით გადახდა
  • ფეი სტიკერით გადახდა
  • ბარათით გადახდა
  • QR კოდითგადახდა

ან დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ საბანკო მომსახურებები:

  • შეგიძლიათ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები  დისტანდიურად მობაილ ან ინტერნეტბანკის დახმარებით, დამატებით, გაიაქტიუროთ ავტომატური გადარიცხვა მობაილ ან ინტერნეტბანკიდან და გადაიხადოთ კომუნალურები საკომისიოს გარეშე;
  • ფილიალში ვიზიტის გარეშე, ინტერნეტ ან მობაილბანკიდან შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა მობილურის ან საბანკო ანგარიშის ნომრით;
  • შეგიძლიათ დისტანციურად გახსნათ ანაბარი ან აიღოთ სესხი მობაილბანკის და ინტერნეტბანკის გამოყენებით;
  • მარტივად შეავსოთ მობილურის ბალანსი მობაილ ან ინტერნეტბანკში;
  • სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეიძინოთ პარკირების საშვი ან მიიღოთ ინფორმაცია საპატრულო და პარკირების ჯარიმებზე და გადაიხადოთ მობაილ და ინტერნეტბანკიდან;
  • შეგიძლიათ დააკონვერტიროთ თანხა საუკეთესო კურსით მობაილ და ინტერნეტბანკში;
  • თი ბოტის დახმარებით შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა მესენჯერის ჩატიდან გაუსვლელად;
  • თი ბოტი, ისევე როგორც ქოლცენტრი, დაგეხმარებათ კითხვების არსებობის შემთხვევაშიც;

მომხმარებლებს შეუძლიათ, რომ ამ ეტაპზე, მომსახურება ჩვეულ რეჟიმში, შეუზღუდავად მიიღონ და სურვილის შემთხვევაში,  ეწვიონ თიბისის ნებისმიერ ფილიალს, სადაც რეგულარულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი