თურქეთის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პრეზიდენტი ერდოღანის კრიტიკას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
დეპუტატმა ენგინ ოზქოჯმა პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს ბრალი დასდო სირიაში დაღუპული თურქი ჯარისკაცების უპატივცემულობაში.
მან ჯერ სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა კრიტიკული მოსაზრება, შემდეგ კი პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ერდოღანი თურქი ხალხის შვილებს სირიაში საბრძოლველად უშვებს, მის შვილს კი სამხედრო სამსახური აარიდა.
ამ განცხადებების გამო დაწყებულ ჩხუბში ათობით პარლამენტარი ჩაერთო. ზოგიერთი მათგანი მაგიდებზე ავიდა და ისე სცემდა ოპონენტებს, ზოგიერთი კი გაშველებას ცდილობდა.
Turkish MPs brawl after an opposition MP insults Erdogan pic.twitter.com/JwpasbAf3H
— Ragıp Soylu (@ragipsoylu) March 4, 2020
ადგილობრივი გამოცემა „ანადოლუს“ თანახმად, „პრეზიდენტის შეურაცხყოფის ფაქტზე“ გამოძიება დაიწყო.
სირიაში თურქეთის სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, 60-მდე თურქი ჯარისკაცია დაღუპული. როგორც „ალ ჯაზირა“ წერს, 5 მარტს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, ერდოღანი ეცდება, იდლიბში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს. რუსეთი სირიის რეჟიმს/პრეზიდენ ბაშარ ალ ასადს უმაგრებს ზურგს.
PARLIAMENT BRAWL: A fistfight broke out in Turkish parliament after an opposition lawmaker criticized the president over Syria policy; clashes between Turkish and Russian-backed Syrian troops have escalated ahead of a Turkey-Russia summit later this week. https://t.co/zPc7E6CtMY pic.twitter.com/i84G8M3vt0
— World News Tonight (@ABCWorldNews) March 4, 2020
