ახალი ამბები

ბლუმბერგი არჩევნებს გამოეთიშა და ჯო ბაიდენს დაუჭირა მხარი

4 მარტი, 2020 • 1253
ბლუმბერგი არჩევნებს გამოეთიშა და ჯო ბაიდენს დაუჭირა მხარი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, მულტი-მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა და ყოფილ ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუჭირა მხარი.

ბლუმბერგმა, რომელმაც საარჩევნო კამპანიაში ყველაზე მეტი, ნახევარი მილიარდი დოლარი დახარჯა, 4 მარტს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ჯო ბაიდენს უჭერს მხარს დემოკრატების პრაიმერიზში.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ დონალდ ტრამპის დამარცხება იწყება ისეთ კანდიდატთან გაერთიანებით, რომელსაც ამის ყველაზე დიდი შანსი აქვს. გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ, ცხადია, რომ ასეთი კანდიდატი ჩემი მეგობარი და დიდი ამერიკელი, ჯო ბაიდენია“, – წერს ბლუმბერგი.

წინ დღით, „სუპერ სამშაბათს“, საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიული პარტიის პრაიმერი (შიდა არჩევნები) 14 შტატში გაიმართა, რომელშიც ბლუმბერგმა მარცხი იწვნია.

„სუპერ სამშაბათის“ შემდეგ ორი ფავორიტი გამოიკვეთა — ჯო ბაიდენი და ბერნი სანდერსი.  ისინი ამჟამად თითქმის თანაბარი შედეგით აგრძელებენ პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლას. მათ გარდა ბრძოლას აგრძელებენ ტულსი გაბარდი (ჰავაი) და ელიზაბეთ უორენი (მასაჩუსეტსი).

ბლუმბერგის გარდა, კამპანიიდან ჩახსნის შემდეგ ჯო ბაიდენს მხარი დაუჭირეს ბეტო ო’რურკმა, პიტ ბუტიჯიჩმა და ემი კლობუჩარმაც. 77 წლის ჯო ბაიდენი ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ბერნი სანდერსიც 77 წლისაა. ათწლეულების განმავლობაში სანდერსი პირველი ამერიკელი ლიდერი იყო, ვინც აცხადებდა, რომ დემოკრატიული სოციალისტია.

ბაიდენს კლობუჩარმა, ბუტიჯიჯმა და ო’რურკმა მხარი დაუჭირეს

მასალების გადაბეჭდვის წესი