ახალი ამბები

დააკავეს კაცი, რომელიც თვითმხილველის თქმით, ცოლს ქუჩაში სცემდა

4 მარტი, 2020 • 2454
დააკავეს კაცი, რომელიც თვითმხილველის თქმით, ცოლს ქუჩაში სცემდა

შსს-ს ინფორმაციით, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ბრალდებით 32 წლის კაცი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

უწყება ამბობს, რომ კაცმა ცოლს შვილის წინ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მანამდე ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ქალი ტირის და სტრესულ მდგომარეობაშია. ამ ვიდეოს აღწერაში ნათქვამია, რომ კაცი ქალს ქუჩაში სცემდა.

„ხშირად გცემს?“ – ისმის ერთ-ერთი მოქალაქეს კითხვა, „სულ“ – პასუხობს ქალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი