ახალი ამბები

გლდანში, შეშელიძის ქუჩასთან მეწყერის შესაჩერებლად 20 მილიონი დაიხარჯება

4 მარტი, 2020 • 1896
გლდანში, შეშელიძის ქუჩასთან მეწყერის შესაჩერებლად 20 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გლდანში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ მეწყრის შესაჩერებლად გამაგრებით სამუშაოებს დაიწყებს. როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს, 4 მარტს კახა კალაძემ აღნიშნა, სპეციალური კედლის მოსაწყობად 20 874 000 ლარი დაიხარჯება.

მერიის ინფორაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სი არ პი“ ახორციელებს. პროექტის დასრულება 2021 წლის მარტში იგეგმება. 

“აქ მეწყერსაშიში ადგილის თავზე განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსები. გასულ წელს დავიწყეთ მონიტორინგი, ვაკვირდებით 24-საათიან რეჟიმში. იქ მცხოვრებ მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ზოგადად ქვემოთ, შეშელიძის ქუჩაზე, ტროტუარი უკვე აღარ არსებობს, ჩამოწოლილია მეწყერი, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად და საფრთხის თავიდან ასაცილებლად”, – განაცხადა კახა კალაძემ. 

შეშელიძის ქუჩა გლდანში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქუჩას წარმოადგენს. დიდი დიღმიდან და მეტრო სარაჯიშვილიდან წამოსული ავტომობილებისთის ეს გლდანში მოსახვედრად უმოკლესი გზაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი