ახალი ამბები

შსს-მ 6.5 მლნ ლარამდე ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

4 მარტი, 2020 • 586
შსს-მ 6.5 მლნ ლარამდე ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 6.5 მლნ ლარამდე ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს.

შსს-ს ცნობითვე, სამართალდამცველები ნარკოტიკებს და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სისხლის სამართლის 765 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, 6 მილიონ-ნახევარი ლარია.”

შსს-ს ინფორმაციით, შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს: 291 კილო და 340 გრამი „კანაფი“ , 18 კილო და 364
გრამი „მარიხუანა“ , 290 გრამი “ჰეროინი”, 981 აბი “სუბუტექსი”, 630 აბი “კოდეინი”, 448 აბი და 5,46 გრამი “მდმა”, 262 კაფსულა და 25 გრამი “პრეგაბალინი”, 218 აბი და 16 გრამი “ტრამადოლი”, 133 აბი “ამფეტამინი”, 5 ამპულა “მორფინის ჰიდროქლორიდი”, 53 გრამი “მეტადონი”, 4,5 გრამი “მორფინი” და 36 გრამი კანაფის ფისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი