ახალი ამბები

გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს არ დამალონ საზღვარზე სიმპტომები

4 მარტი, 2020 • 787
გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს არ დამალონ საზღვარზე სიმპტომები

დაავადებათ კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ქვეყანაში ბრუნდება, სიცხის დამწევს სვამს, იმისათვის, რომ თერმოსკრინინგს აუაროს გვერდი.

გამყრელიძე იმედის ეთერიდან ადამიანებს მოუწოდებს, არ დამალონ სიმპტომები და საქმის კურსში ჩააყენონ შესაბამისი უწყებები, რადგან თუ მათ რაიმე ტიპის დაავადება აქვთ, არსებობს ალბათობა, რომ საკუთარი ოჯახის წევრები და ახლობლებიც დააინფიცირონ.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი ადამიანი იმისათვის, რომ გვერდი აუაროს თერმოსკრინინგს, სიცხის დამწევს სვამდა. ეს არ არის სამოქალაქო სოლიდარობის ნიშანი. იტალიიდან თუ ბრუნდები და სიცხე გაქვს, ინფექციურ კლინიკაში გადაგიყვანენ აეროპორტიდან.

დღეს მე მოვუწოდე ამ ადამიანებს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა მეტი გამოიჩინონ. ჩრდილოეთ იტალიიდან შემოსულები აუცილებლად უნდა მოექცნენ თვითიზოლაციაში, თუ ამის პირობები არ აქვთ, მაშინ კარანტინში უნდა იყვნენ 14 დღე”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამავე თემაზე

კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს განაცდური აუნაზღაურდებათ – სამინისტრო

კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს განაცდური აუნაზღაურდებათ – სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი