ახალი ამბები

კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს განაცდური აუნაზღაურდებათ – სამინისტრო

4 მარტი, 2020 • 1942
კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს განაცდური აუნაზღაურდებათ – სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს უწყება მისცემს ცნობას, რომლის საფუძველზეც დამსაქმებლებს მათთვის განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება ექნებათ.

სამინისტროს თქმით, ცნობა საავადმყოფო ფურცლის ტოლფასი იქნება და მას კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირები დამსაქმებლებს წარუდგენენ:

“ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვლაისწინებულია ცვლილება, რომელცი ითვალისწინებს ამ პირებისთვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, საავადმყოფო ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი დოკუმენტის გაცემას რის საფუძველზეც მათ ექნებათ შესაძლებლობა აუნაზღაურდეთ განაცდური. დამსაქმებლებისთვის ეს საბუთი იქნება საფუძველი ხელფასის გაცემის” – ამბობს ჯანდაცვის პოლტიკის სამმართველოს უფროსი ეკა ადამია.

კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა ეკა ადამიას თქმით, სამინისტროს ელექტრონული ფოსტაზე (info@moh.ge) განცხადება უნდა. განცხადება სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის მიერ გადამოწმდება რის შემდეგაც, სამინისტრო გასცემს ცნობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი