რომის პაპ ფრანცისკეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, იუწყება იტალიური გამოცემა Il Messaggero.
მედიასა და სოცქსელებში საუბარი იმის შესახებ, რომ პაპს შეიძლება კორონავირუსი ჰქონდა, მას შემდეგ დაიწყო, რაც მან არაერთი საჯარო ღონისძიება გააუქმა, ხოლო კორონავირუსით დაავადება ჩრდილოეთ იტალიაში ბევრ ადამიანს დაუდგინდა.
თუმცა, როგორც Il Messagero იტყობინება, რომის პაპმა შესაბამისი ტესტები ჩაიტარა და მას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
იტალიაში ამჟამად კორონავირუსით 2036 დაავადებულ ადამიანზეა ცნობილი, გარდაცვლილია – 52.