საქართველოს მთავრობასთან მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სპეციალური ვებსაიტი Stopcov.ge შეიქმნა.
დაინტერესებული პირებისთვის საიტზე განთავსებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციები. ამასთან, ვებსაიტე განთავსებულია ინფორმაცია კორონავირუსიჩ ინფიცირებული ან გარდაცვლილი ადამიანების შესახებ და ხშირად ვირუსთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხს.
3 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები არ გაზრდილა. ასეთი დიაგნოზი ქვეყანაში კვლავ 3 ადამიანს აქვს. სამივე საქართველოს მოქალაქეა, მათგან ორი ირანიდან ჩამოვიდა, ერთი კი იტალიიდან.