ნეტგაზეთი | ეფლი iPhone-ის გარკვეული მოდელების შენელებისთვის მომხმარებლებს $25-ს გადაუხდის ეფლი iPhone-ის გარკვეული მოდელების შენელებისთვის მომხმარებლებს $25-ს გადაუხდის – Netgazeti
Batumelebi | RU

ეფლი iPhone-ის გარკვეული მოდელების შენელებისთვის მომხმარებლებს $25-ს გადაუხდის

ეფლი iPhone-ის გარკვეული მოდელების განგებ შენელებისთვის ნახევარ მილიარდი აშშ დოლარამდე გადაიხდის. კომპანიამ პასუხისმგებლობა აიღო, რომლის მიხედვითაც, თითოეულ მომხმარებელს, რომელიც სმარტფონის 6, 6 Plus, 6S, 6S Plus, 7, 7 Plus ან SE მოდელებს ფლობს, 25 აშშ დოლარს გადაუხდის.

როგორც CNN წერს, თანხა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს იმის მიხედვით, თუ რამდენ საჩივარს მიიღებს კომპანია და რა სახის ზიანი მიიღეს მომხმარებლებმა სმარტფონების მუშაობის განგებ შენელებით.

კომპანიამ 2017 წლის დეკემბერში პირველად აღიარა, რომ სმარტფონების ოპერაციულ სისტემას განახლებისას განგებ ანელებდნენ, რათა ახალი მოდელების ყიდვა წაეხალისებინათ.

აღიარების შემდეგ კომპანიამ მომხმარებლებს ტელეფონის ელემენტის შეცვლა და 79 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაცია შესთავაზა, რაც 2018 წლის იანვრისთვის 29 აშშ დოლარამდე შემცირდა.

ამ მიზნებისთვის კომპანიამ 500 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, რითაც დასრულდება სასამართლო პროცესი, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.