ახალი ამბები

შსს: ტურისტთა რაოდენობა 2015 წლის ივლისში 2,2%-ით გაიზარდა

3 აგვისტო, 2015 • • 970
შსს: ტურისტთა რაოდენობა 2015 წლის ივლისში 2,2%-ით გაიზარდა

შსს-ს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

 

ა) ტურისტი – 336 664 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2,2%); 
ბ) ტრანზიტი – 182 693 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 24,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,7%); 
გ) სხვა – 218 339 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 29,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,4%).

 

2015 წლის ივლისშიც ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+7,9%), სომხეთიდან (+11,9%), რუსეთიდან (+6,6%) და უკრაინიდან (+0,6%) შემოვიდა. ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისშიც გამოირჩევა ლიტვა, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლატვია და ნიდერლანდები (შესაბამისად 23%, 23%, 15%, 15%, 15% და 15%).

 

შუა აზიის ქვეყნებიდან ყაზახეთი (32%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 48% და 32%–იანი, ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 768% და საუდის არაბეთი – 137%-იანი მატებით. ასევე, დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 12%-იანი ზრდა.

 

ანალიტიკური სამსახურის განცხადებით, იანვარ-ივლისის ინტერვალში, ქვეყანაში 3 069 999 ვიზიტი განხორციელდა, რაც 4,9 %-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ფოტო – TAV Georgia
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ფოტო – TAV Georgia

მასალების გადაბეჭდვის წესი