ახალი ამბები

ტურიზმის ადმინისტრაცია ტურისტების რაოდენობის ზრდას მარკეტინგულ კამპანიას უკავშირებს

3 აგვისტო, 2015 • • 914
ტურიზმის ადმინისტრაცია ტურისტების რაოდენობის ზრდას მარკეტინგულ კამპანიას უკავშირებს

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, იმატა, ასევე უცხოური საგადასახადო ბარათებით გადახდების მოცულობამაც. ეს რიცხვი აპრილში 47%-ით, მაისში 43%-ით და ივნისში 24%-ით გაიზარდა. ზაფხულის სეზონზე ყველაზე მეტი ტურისტი შავი ზღვისპირა რეგიონს სტუმრობს. წელს, აჭარას 1700 საწოლი ადგილი დაემატა. 

 

”რეგიონში მიმდინარე ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა მოვლენებმა იქონია გავლენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც, მათ შორის ტურისტების რაოდენობაზეც, ამიტომ ტურიზმის ადმინისტრაციამ განახორციელა აქტიური კამპანიები იმისათვის, რომ შეგვეცვალა ნეგატიური სტატისტიკა. ჩვენ განვახორციელეთ 9 ქვეყანაში მარკეტინგული კამპანია საერთაშორისო მედიის, СNN-ისა და Euronews-ის საშუალებით, მოვიწვიეთ ჟურნალისტები, რათა გაეშუქებინათ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი. შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ აპრილის თვიდან მოყოლებული საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება,”- აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.

 

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სავიზო პოლიტიკის გამარტივება ხელს უწყობს ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. საუდის არაბეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა მეტწილად გამარტივებულ სამოგზაურო პროცესებს უკავშირდება. 

 

”ეკონომიკის სამინისტროსა და სხვა უწყებების დახმარებით ჩვენ გავამარტივეთ სავიზო რეგულაციები რიგი ქვეყნებისათვის. ეგრედწოდებული GCC ქვეყნებიდან (სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვყენები) მხოლოდ მოქალაქეებს არა, უკვე რეზიდენტებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა. ელექტრონული ვიზების გაცემის პროცესის გამარტივდა – შემცირდა საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, ვიზის გაცემის ვადები და ასევე ფასები,”- აცხადებს ჩოგოვაძე.

 

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მიმდინაროებს ასევე, მოლაპარაკებები ახალი პირდაპირი რეისების დასანიშნად და არსებულის გასაწრდელად. მარკეტინგული კამპანიები ზამთრის სეზონისათვის გაგრძელდება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2015 წლის ივლისში საქართველომ 737 696 ვიზიტორი მიიღო, რაც 2014 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 9,5 %-ით მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი