ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი საქართველოს ეწვია

3 მარტი, 2020 • 2176
ფაშინიანი საქართველოს ეწვია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისშია. სომხეთის ლიდერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც 3-4 მარტს იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრით დაიწყო.

სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა მედიასთან ერთობლივი განცხადებები მთავრობის კანცელარიაში გააკეთეს. მხარეებმა შეხვედრის დროს მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ორი ქვეყნის მეგობრობაზე ისაუბრეს.

ვიზიტის დროს, სომხეთის პრემიერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თაკალვაძეს და საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა სომხურ თემთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი