ახალი ამბები

ჩვენ ვამბობთ, ერთი კოვზი არ გამოიყენო, რელიგიურ წესებს კი ვერ შევცვლით – იმნაძე

2 მარტი, 2020 • 1481
ჩვენ ვამბობთ, ერთი კოვზი არ გამოიყენო, რელიგიურ წესებს კი ვერ შევცვლით – იმნაძე

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ რელიგიური ტრადიციების აღსრულების დროს ერთი კოვზის გამოყენება არარეკომენდირებულია.

“ჩვენ არ ვადგენთ წესებს რელიგიური რიტუალების, ჩვენ ვაძლევთ მოსახლეობას რეკომენდაციას,რომელსაც სულ ერთია რა სიტუაციაში გამოიყენებენ. ჩვენ ვამბობთ – ერთი კოვზი არ გამოიყენო .. და მე ხომ არ შემიძია შევცვალო რელიგიური ტრადიციები, ეს არის ეკლესიის საქმე.

ეკლესია შეხედავს სიტუაციას, რამდენადაც ვიცი, ეს ითქვა კიდევაც, როგორ დააკვირდება, როგორ იქნება ეპიდემოლოგიური სიტუაცია, იმის მიხედვიტ გადაწყვეტს,“ – თქვა იმნაძემ გადაცემაში „360 გრადუსი“.

მანამდე საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ აპირებენ.

კორონავირუსი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს, ნუ აკოცებენ ხატებს

მასალების გადაბეჭდვის წესი