ახალი ამბები

ილია II კორონავირუსზე: ხილვა მქონდა, ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში

1 მარტი, 2020 • 2676
ილია II კორონავირუსზე: ხილვა მქონდა, ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ მსახურების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორემ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და საკუთარი ხილვა მოუთხრო:

“მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დაანერწყვა მიწას, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე” – ამბობს ილია II.

ილია მეორემ მრევლს მოუწოდა რომ არ შეშინდნენ, სამედიცინო პერსონალს კი მადლობა გადაუხადა ამ “სენის დაძლევისთვის გზების გამონახვისთვის”.

კორონავირუსი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს, ნუ აკოცებენ ხატებს

მასალების გადაბეჭდვის წესი