ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრო: თბილისის აეროპორტში მგზავრთა სრული ნაკადის თერმოსკრინინგი ხდება

1 მარტი, 2020 • 1553
ჯანდაცვის სამინისტრო: თბილისის აეროპორტში მგზავრთა სრული ნაკადის თერმოსკრინინგი ხდება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამონტაჟდა სპეციალური მოწყობილობები თერმოსკრინინგისთვის და ამჟამად მგზავრთა სრული ნაკადის კონტროლი ხორციელდება.

ამის შესახებ განცხადება სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც უწყების წარმომადგენელი ამბობს, თერმოსკრინინგი არ მოიცავს მხოლოდ დისტანციური ელექტრო თერმომეტრის გამოყენებას:

“თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი სპეციალური დამონტაჟებული მოწყობილობებით და არა მხოლოდ დისტანციური თერომეტრით. ამჟამად ხორციელდება მგზავრთა რსული ნაკადის თერმოსკრინინგი. სხვა ეროპორტებში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი დისტანციური ელექტრო თერმომეტრებით.

გამოვლენილი მაღალი ტემპერატურის შემთხვევაშ იხდება მოქალაქეების გადამისამართება ადგილზე მობილიზებულ ეპიდემიოლოგებთან. რაც გულისხმობს იმას, რომ გამოვლენილი საეჭვო შემთხვევის დროს ხდება მოქალაქეების ჰოსპიტალიზაცია ინფექციური პროფილის კლინიკებში და შემდგომი დაკვირვება” – ამბობენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, ასეთი მოქალაქეების ტრანსპორტირება ხდება საგანგებო სიტუაციებსია და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სპეციალიზირებული სამედიცინო ტრანსპორტით, რომლის პერსონალი მათი თქმით, არის აღჭურვილი შესაბამისი პერსონალური დაცვის საშუალებებით:

“სრულად, წესების სრული დაცვით ხდება ასეთი პაციენტების ტრანსპორტირება. სასწრადო დახმარების ავტომობილებს და შესაბამისი რისკის მქონე ზედაპირებს უტარდება სადეზინფექციო პროცედურები. ასევე აეროპორტებში განთავსდა დამატებით საკარანტინო ზონები, გაიშალა კარვების ტიპის მოწყობილობები.  ჩვენთან ხორციელდება მოქალაქეების ზრები. ადამიანები რომლებიც იძახებენ სასწრაფოს. არის გარკვეული გამოძახებები, სადაც მოქალაქეები აფიქსირებენ რომ ჰქონდათ კონტაქტი რისკის შემცველი ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან.

ასეთ დროს სანამ სასწრადო დახმარების ბრიგადა მივა ადგილზე ხდება წინასწარი ფილტრი ასეთი ტიპის შემთხვევაზე და წინასწარ იდეტიფიცირდება შესაბამისი სამსახურების მიერ არის ტუ არა ეს ნამდვილად საეჭვო შემთხვევა და თუ ეს ასეა შემდგომი რეკომენდაცია გაიცემა კონკრეტულ ჯგუფზე და ისინი არიან სრულად აღჭურვილი დაცვის საშუალებებით. საეჭვი შემთხვევის იდენტიფიცირება შესაბამისი პროტოკოლით ხდება. ცხელება, დამატებული ამას შესაბამისი სიმპტომები და ასევე უნდა იყოს მოგზაურობის ისტორია რისკის მქონე ქვეყნებში ან შესაძლო კონტაქტი დაავადებულ პირთან” – აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი