ოზურგეთში მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს, პირველ მარტს მოხდა.
როგორც “ნეტგზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქათველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩღობას გულისხმობს.
შსს-ში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვის.