ახალი ამბები

ინფექციურიდან 13 პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

1 მარტი, 2020 • 1001
ინფექციურიდან 13 პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, გუშინ, 29 თებერვალს, გვიან ღამით თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან რესპუბლიკურში 13 პაციენტი გადაიყვანეს.

კლინიკის დირექტორი აღნიშნავს რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის პირებს კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომეი არ აღენიშნებათ და ისინი დაკვირვების ქვეშ არიან.

ლევან გოფოძის თქმით, ღამის განმავლობაში ყველა მათგანის მდგომაროება სტაბილური იყო და მხოლოდ 4 მათგანს აღენიშნებოდა ტემპერატურის მცირედით, 37 – 37,2 გრადუსამდე მომატება და სხვა სიმპტომები პაციენტებს არ აღენიშნებოდათ.

კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, რომ პაციენტების გადმოყვანა იმით იყო განპირობებული, რომ ინფექციურში მათი რაოდენობა გაიზარდა და კლინიკა გადაიტვირთა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი ყველაზე მსუბუქი მდგომარეობის მქონე პაციენტები დაკვირვების მიზნით გადაიყვანეს.

გოფოძე აღნიშნავს, რომ რესპუბლიკურ კლინიკაში საკარანტინო ზონები მოწყობილია და კლინიკა პაციენტების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია და კლინიკას 88 პაციენტის მიღება შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი