ახალი ამბებიკინო

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების გამო, “შეუსრულებელი მისიის” გადაღებები შეწყდა

1 მარტი, 2020 • 4967
იტალიაში კორონავირუსის გავრცელების გამო, “შეუსრულებელი მისიის” გადაღებები შეწყდა

Paramount-მა იტალიაში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო “შეუსრულებელი მისიის” მე-7 ინსტალაციის გადაღებები შეწყდა.

როგორც BBC წერს, ფილმის რამდნეიმე ეპიზოდის გადაღება ვენეციაში იყო დაგეგმილი, თუმცა მას შემდეგ, რაც იტალიაში ახალი კორონავირუსი გავრცელდა, კომპაიამ განრიგი გააუქმა.

როგორც, Hollywood Reporter წერს, იტალიაში გადაღებებს არ ესწრებოდა თავად ტომ კრუზი, რომელიც ფრენჩაიზში მთავარი გმირის როლს ასრულებს. ფილმზე მომუშავე დანარჩენი პერსონალი კი უსაფრთხოებისთვის შინ გაგზავნეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სიტუაციას დააკვირდებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი