ახალი ამბები

საქართველოსთვის „ჯაველინის“ სისტემას დასამზადებლად კონტრაქტი გაფორმდა – პენტაგონი

1 მარტი, 2020 • 1804
საქართველოსთვის „ჯაველინის“ სისტემას დასამზადებლად კონტრაქტი გაფორმდა – პენტაგონი

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის “ჯაველინის” ტანკსაწინააღმდეგო სისტემის დასამზადებლად ახალი კონტრაქტი გაფორმდა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, კონტრაქტის ღირებულება 18,431,215 აშშ დოლარია და სისტემები ავსტრალიის, ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, საქართვლეოს, ინდონეზიის, ირლანდიის, იორდანიის, ლიეტუვის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, ომანის, ყატარის, თურქეთის, უკრაინისა და არაბთა გაერტიანებული საამიროებისთვის დამზადდება.

დამუშაოები 2020 წლის 25 ივნისს უნდა დასრულდეს.

2018 წლის 23 იანვარს საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან “ჯაველინის” ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღო. 410 რაკეტა და 72 გამშვები ბლოკი საქართველოს მაშინ 75 მილიონი დოლარი დაუჯდა.

რას წარმოადგენს “ჯაველინი”

მასალების გადაბეჭდვის წესი