ახალი ამბები

WHO დამსაქმებლებს: თანამშრომლებს, რომლებიც თავს ცუდად გრძნობენ, ურჩიეთ შინ დარჩნენ

1 მარტი, 2020 • 1335
WHO დამსაქმებლებს: თანამშრომლებს, რომლებიც თავს ცუდად გრძნობენ, ურჩიეთ შინ დარჩნენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) დამსაქმებლებს ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებით მიმართავს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, WHO მოუწოდებს დამსაქმებლებს:

[checklist]

  • უზრუნველყონ ჰიგიენის წესების დაცვა სამუშაო ადგილას;
  • წაახალისონ რეგულარულად და საფუძვლიანად ხელების დაბანის პრაქტიკა;
  • უზრუნველყონ კარგი რესპირატორული ჰიგიენა;
  • გაითვალისწინონ მოზგაურობის შესახებ ეროვნული რეკომენდაციები სამუშაო ვიზიტის დაგეგმვამდე;
  • ურჩიონ მათ, ვინც თავს ცუდად გრძნობს სახლში დარჩნენ.

[/checklist]

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი ლაბორატორიულად 85 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 40 ათასამდე გამოჯანმრთელდა, 3 ათასამდე კი დაიღუპა. შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთშია დაფიქსირებული, სადაც უკვე ერთ კვირაზე მეტია, ახალი შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი მცირდება. თუმცა, ახალი ფაქტები სულ უფრო მეტად ფიქსირდება იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში.

29 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული საქართველოშიც.

რამდენად მზადაა საქართველო კორონავირუსისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი