ახალი ამბები

აშშ-ში კოროვანირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

29 თებერვალი, 2020 • 770
აშშ-ში კოროვანირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილის შესახებ სხვა ცნობებს ჯანდაცვის დეპარტამენტი ჯერჯერობით არ არ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულია 68 ადამიანი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოსულია ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსის ეპიდაფეთქებაა. CNN-ის ინფორმაციით, 29 თებერვლისთვის, ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან, სულ მცირე, 4 ადამიანს არ აქვს იმ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, სადაც ვირუსის ძირითადი კერებია.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი ლაბორატორიულად 85 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 40 ათასამდე გამოჯანმრთელდა, 3 ათასამდე კი დაიღუპა. შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთშია დაფიქსირებული, სადაც უკვე ერთ კვირაზე მეტია, ახალი შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი მცირდება. თუმცა, ახალი ფაქტები სულ უფრო მეტად ფიქსირდება იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში.

29 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული საქართველოშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი