ახალი ამბები

ყოფილ ცოლზე მუქარის ბრალდებით შსს-მ დუშეთში კაცი დააკავა

29 თებერვალი, 2020 • 684
ყოფილ ცოლზე მუქარის ბრალდებით შსს-მ დუშეთში კაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილ ცოლზე მუქარის ბრალდებით დუშეთში 1991 წელს დაბადებული კაცი დააკავეს. შსს-ს ცნობითვე, ბრალდებულმა ყოფილ ცოლს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს,”-აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი