ახალი ამბები

“მიმდინარეობს ეპიდკონტაქტების ძიება” – გამყრელიძე მე-2 ინფიცირებულზე

28 თებერვალი, 2020 • 1779
“მიმდინარეობს ეპიდკონტაქტების ძიება” – გამყრელიძე მე-2 ინფიცირებულზე

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიიდან ჩამოფრინდა საქართველოში, ინფექციურში აეროპორტიდან არ გადაუყვანიათ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, პაციენტს დაავადების სიმპტომები საზღვრის კვეთისას არ გამოვლენია, ის აეროპორტიდან სახლში წავიდა და ინფექციურს მეორე დღეს თვითონ მიაკითხა, როდესაც დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა.

გამყრელიძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ამ მგზავრის საკონტაქტო წრის იდენტიფიკაცია. მისი ახლობელი ერთი ადამიანი კი უკვე კარანტინში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ NCDC-იმ საქართველოში კორონავირუსის ახალი, რიგით მეორე შემთხვევის დაფიქსირების შესახებ დღეს დაადასტურა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

მასალების გადაბეჭდვის წესი