ახალი ამბები

ადგილი აქვს იტალიაში ნამყოფი ბავშვების დისკრიმინაციას, რაც დაუშვებელია – გამყრელიძე

28 თებერვალი, 2020 •
ადგილი აქვს იტალიაში ნამყოფი ბავშვების დისკრიმინაციას, რაც დაუშვებელია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ზოგიერთ სკოლასა თუ სააღმზრდელო დაწესებულებაში ადგილი აქვს იტალიაში მყოფი ბავშვების თუ მათი ოჯახის წევრების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას, რაც დაუშვებელია.

რადენიმე წუთის წინ დადასტურდა, რომ საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი, რიგით მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა და ის ცოტა ხნის წინ იტალიაში იმყოფებოდა.

ამ ინფორმაციისა და ამ დროისთვის ცნობილი დეტალების ჟურნალისტებისთვის გაცნობის შემდეგ ამირან გამყრელიძემ განაცხადა:

„მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებაში ადგილი აქვს გარკვეულ დისკრიმინაციულ [მოპრყრობას] იტალიაში ნამოგზაურები ბავშვებთან და მის ოჯახის წევრებთან დაკავშირებით და ეს დაუშვებელია“.

გამყრელიძის თქმით, „დაუშვებელია, რომ სადმე გვქონდეს მსგავსი მასტიგმატიზირებელი ან დისკრიმინაციული მიდგომა ადამიანებთან, ვისაც იტალიაში, სინგაპურში, კორეაში თუ სხვაგან მოგზაურობის ისტორია აქვს“.

გამყრელიძემ თქვა, რომ კონკრეტულ შემთხვევებს ახლა არ დაასახელებს.

NCDC-ის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა ამ ეტაპზე არ იძლევიან რეკომენდაციას სააღმზრდელო ან სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით: „ვიძლევით მხოლოდ რეკომენდაციას, მაქსიმალურად გავაინტენსიუროთ საზოგადოებრივი ჰიგიენის საკითხები ამ დაწესებულებებში“.

მისივე თქმით, მრავალ ადამიანს, რომელც უცხო ქვეყნიდან შემოდის, განსაკუთრებით იტალიიდან, ეძლევათ რჩევა, რომ იყვნენ თვითიზოლაციაში 14 დღის განმავლობაში. საუბარია მათზე, ვისაც საზღვარზე სიმპტომები არ აღმოაჩნდათ. სიმპტომების მქონე ადამიანები შემოწმებაზე მიჰყავთ

ვრცლად:

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

მასალების გადაბეჭდვის წესი