ახალი ამბები

თურქეთმა სირიის საკითხზე ნატოს საბჭო მოიწვია

28 თებერვალი, 2020 • 1032
თურქეთმა სირიის საკითხზე ნატოს საბჭო მოიწვია

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგმა გამოაცხადა, რომ თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ჩაინიშნა.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო (იგივე ნატოს საბჭო) ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა, რომლის სხდომებსაც გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა დღესვე, 28 თებერვალს ჩაინიშნა. საბჭოს ნატოს 29-ვე წევრი სახელმწიფო ესწრება ხოლმე.

საბჭოს შეკრება თურქეთმა მოითხოვა სირიაში განვითარებული მოვლენების ფონზე. თურქეთის ცნობით, სირიაში, ქალაქ იდლიბში, რომელიც სირიული ოპოზიციის „უკანასკნელ ბასტიონად“ ითვლება, საჰაერო თავდასხმას თურქეთის, სულ მცირე, 29 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ჩრდილო ატლანტიკურ ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ალიანსის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება, კონსულტაციები მოიწვიოს, თუკი, მისი აზრით, მათი ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა ან უსაფრთხოება რისკის ქვეშაა.

სირიის ბოლო მოვლენებზე:

სირიამ თურქეთთან დაპირისპირების ფონზე სომეხთა გენოციდი აღიარა

მასალების გადაბეჭდვის წესი