ახალი ამბები

კორონავირუსის გამო ევროპარლამენტი ე.წ ვირტუალურ კომუნიკაციაზე გადადის

28 თებერვალი, 2020 • 1857
კორონავირუსის გამო ევროპარლამენტი ე.წ ვირტუალურ კომუნიკაციაზე გადადის

კორონავირუსის სწრაფი გავრცელებისა და საფრთხის გამო ევროპარლამენტი ე.წ ვირტუალურ კომუნიკაციაზე გადადის. ეს ნიშნავს, რომ ევროპარლამენტში შეხვედრები და პლენარული სხდომები ვიდეოკონფერენციის სახით ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალქეებს ურჩევს, თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ არისმ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, სამუშაო მივლინების ნაცვლად კი მათ შეუძლიათ ე.წ ვირტუალური კომუნიკაციის საშუალებებით ისარგებლონ, როგორც ეს ევროპარლამენტმა გააკეთა.

“დღეს ჩემს 4-5 კოლეგას, რომლებიც სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე მიემგზავრებოდნენ ევროპაში, ვურჩიე თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, არ ვიმოგზაუროთ-მეთქი. ამ შეხვედრებზე შემოვიფარგლოთ ე.წ ვირტუალური კომუნიკაციით. მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტი ვირტუალურ სხდომებზე გადადის.

ჩემს თანამშრომლებს  რეგიონებში და სხვა ქვეყნებში ნაკლები გასვლა და ძირითადად, ვიდეოკონფერენციებით შემოფარგვლა ვურჩიე. ეს ყველა ქვეყანაში რეკომენდირებულია, განსაკუთრებით ამას აქტიურად ჩინეთი, სამხრეთი კორეა და იტალია იყენებენ. ჩვენ ამ მოცულობის ეპიდაფეთქება ქვეყანაში არ გვაქვს, მაგრამ უფრო მართომასშტაბიანი [ეპიდემია] რომ ავიცილოთ თავიდან, რეკომენდაციაა, მეტად გვქონდეს ე.წ დისტანციური კონსულტაციები”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) საქართველოში კორონავირუსის ახალი, რიგით მეორე შემთხვევის დაფიქსირების შესახებ დღეს დაადასტურა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

მასალების გადაბეჭდვის წესი