საპრიზო ადგილისთვის ბრძოლის დაწყებიდან მალევე ქართველმა ძიუდოისტმა შიდო მოიპოვა. შეხვედრის მიმდინარეობისას აზერბაიჯანელი სპორტსმენი მსაჯმა მეორედ გააფრთხილა და გამარჯვება ნინიაშვილს დარჩა.
ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედალმდე სამი შეხვედრა გამართა: მოლდოველ კონსტანტინ გაბუნსა და ებრაელ ოფეკ შანისთან გამარჯვების შემდეგ, ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში იტალიელ ჯოვანი ესპოსიტოსთან დამარცხდა.
თბილისი 2015-ის ძიუდოში 66 კილოგრამ წონით კატეგორიის გამარჯვებული იტალიელი სპორტსმენი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში უკრაინელი გევორგ მმანუკიანი შიდოთი დაამარცხა.
საქართველოს დელეგაციიდან ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ხუთივე მედალი ძიუდოისტებმა მოიპოვეს.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციიდან პირველი ბრინჯაოს მედალი ზურაბ კახნიაშვილმა გუშინ მოიპოვა. ძიუდოისტებიდან გუშინ კიდევ ერთი ბრინჯაოსანი თემურ ნოზაძე გახდა. ოქროს მედალი დღეს რობიზნონ ბეგლარიშვილმა მოიპოვა, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილის გამარჯვებამდე, ბრინჯაოს პრიზიორი ძიუდოისტი ნატალია ყიფშიძე გახდა.